2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N29
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისათვის საზღაურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №6 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისათვის საზღაურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვ¬ლის №6 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველ პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:
„ა1) მიწისქვეშა I კლასის ხაზობრივი ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობა მოიცავს საკომუნიკაციო ჭასაც) განთავსებისათვის - ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარი;
ა2) მიწისზედა I კლასის ხაზობრივი ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობა მოიცავს საკომუნიკაციო ჭასაც) განთავსებისათვის - ერთ გრძივ მეტრზე 0,40 (ორმოცი თეთრი) ლარი;“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე