ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 28
თარიღი: 2020-05-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N28


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს „უტევანი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბა¬მისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა N6, ქალაქი ბათუმი, გამზირი თამარ მეფე, რესტორან „რივიერა“-ს მიმდებარედ არსებული 478,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.30.37.033) შპს „უტევანი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის ულებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ქალქ ბათუმის მერიასა და შპს „უტევანს“ შორის დადებული, 2010 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების მოქმედების -2039 წლის 30 ივნისამდე ვადით.
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 15 000,0 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები