ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 27
თარიღი: 2020-05-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N27

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ამბასადორი ბათუმი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკში რეგისტრირებული 341,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 199,76 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 05.21.02.041) შპს „ამბასადორი ბათუმი“-სათვის (ს.კ. 445515719) პირდაპირი განკარგვის წესით უზუფრუქტის ფორმით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე შემდეგი პირობებით:
ა) შპს „ამბასადორი ბათუმი“ არ მოითხოვს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული აღნაგობის უფლებების შეწყვეტის თანმდევი პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 08 იანვრის №6 ბრძანებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, აღნაგობის უფლების მქონეს (ანჟელა კიკვაძე - უფლებამონაცვლე შპს „ამბასადორი ბათუმი“) მიერ მიწის ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ანაზღაურებას;
ბ) შპს „ამბასადორი ბათუმი“ აანაზღაურებს ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკში რეგისტრირებული 341,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 199,76 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის სარგებლობიდან (აღნაგობის უფლების მქონე ანჟელა კიკვაძე - უფლებამონაცვლე შპს „ამბასადორი ბათუმი“) გამომდინარე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე არსებულ დავალიანებას 48 596 (ორმოცდარვა ათას ხუთას ოთხმოცდათექვს¬მეტი) ლარის ოდენობით, არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა;
გ) უზუფრუქტის ფორმით გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელებს არანაკლებ 700 000,0 (შვიდასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციას. უზუფრუქტუარი არ მოითხოვს სარგებლობის საგნის გაუმჯობესების მიზნით მის მიერ გაწეული ხარჯების ან ამ ქონებასთან დაკავშირებით გაწეულ სხვა ნებისმიერი ხარჯის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ანაზღაურებას.
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების სარგებლობის ვადა განისაზღვროს 15 წლის ვადით. უზუფრუქტის ვადის დასრულებისას უზუფრუქტუარს ეძლევა სარგებლობის ხელშეკრულების არანაკლებ 7 (შვიდი) წლის ვადით გაგრძელების მოთხოვნის უფლება, მოთხოვნის დროისათვის არსებული სარგებლობის საზღაურის გათვალისწინებით.
3. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების წლიური სარგებლობის საზღაური განისაზღვროს 50 000,00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები