ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 20
თარიღი: 2020-04-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 20

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.

მუხლი 2.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან 2020 წელს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, თანახმად დანარ¬თისა.

მუხლი 3.
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 4.
ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმარ-თონ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და შპს „სანდასუფთავება“-ს.
მუხლი 5.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები