ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 24
თარიღი: 2020-04-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N24

  

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

 

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოც­ხადების გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა სა­გ­ა­ნგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანი გახდა ახალი კორონავი­რ­უ­ს­ის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გამო შექმნილი ვითა­რ­ე­ბ­ი­ს ნორმალი­ზაცია, რათა სახელმწიფომ შეას­რულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება - უზ­რუნ­ველ­ყოს დემოკრატიულ საზო­გა­დოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხ­ლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შე­მ­ც­ირება. „საქართვ­ე­ლოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასა­ტა­­რ­ე­ბელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკ­რეტით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გამო ქვეყნის წინაშე არ­ს­ებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, საქართველოს მთელ ტე­რიტორიაზე საგანგებო მდგო­მარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდა საქართველოს კონ­ს­ტ­ი­ტ­უ­ციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები, ანუ, შე­იზღუდა ყველა იმ მუხლის მოქმედება, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირ­ე­ბ­უ­ლ­ია ეკო­ნომიკური საქმიანობის განხორციელებასთან. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენი­ლე­ბით დამტკიცდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრ­ცელების აღკვეთის მიზნით გა­ს­ა­ტარებელი ღონისძიებები“. აღნიშნული დადგენილებით, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბე­ბით.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს გაფორმებული აქვს რიგი ხელშეკ­რუ­­ლე­ბე­ბი, რომლითაც კონკურსში გამარჯვებულ პირებს მინიჭებული აქვთ მუნიციპალი­ტე-ტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბე­ბით მგზავრთა გა­დაყვანის უფლება (ნებართვა). აღნიშნული ხელშეკ­რუ­ლე­ბე­ბის დადების დროს შეზღუდ­უ­ლ­ი და/ან შეჩერებული არ იყო საქართველოს კონსტი­ტუ­ციის არცერთი მუხ­ლის მოქმედება. დღეისათვის კი აშკარად შეიცვალა ზოგიერ­თი ის გარემოება, რაც ხელ­შ­ე­კ­რ­უ­ლ­­ე­ბის დადების საფუძ­ველი გახ­და, კერ­ძოდ, ახალი კორონა­ვი­რუსის (COVID-19) პანდემიად გამოც­­ხადების გამო საქართვე­ლოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა სა­გ­ა­ნგებო მდგომა­რეო­ბა, საგანგებო მდგო­მარეობის მოქმედების ვადით შეიზ­ღუდა საქართველოს კონ­ს­ტ­ი­ტ­უ­ციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები, ანუ, შეიზ­ღუდა ყველა იმ მუხლის მოქმედება, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირ­ე­ბ­უ­ლ­ია ეკო­ნომიკური საქმია­ნობის განხორციელებას­თან და საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერ­და მუნიციპა­ლიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატე­გო­რიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეცვლილი გარემოე­ბების საბო­ლოო შეფასება არის ის, რომ მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მფლო­ბე­ლებს შეჩე­რე­ბული აქვთ საქ­მიანობა და ეს არ არის გამოწვეული მათი ბრა­ლეული ქმედებით. საქმია­ნო­ბების შეჩერება კი ამ პირებთან გაფორ­­მე­ბულ სახელშეკრუ­ლებო ურ­თიერთობებზე ზეგავ­ლე­ნის შეფასებისათვის მნ­­ი­­შ­ვნელო­ვან შეცვლილ გარემოებას წარ­მოად­გენს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ის გა­რ­ემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დად­ე­ბ­ის შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხე­ლშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკე­უ­ლ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძ­ლე­ბა მოეთხოვოს შეუც­ვ­ლ­ე­ლი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებათა შე­ც­ვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკ­რუ­ლების საფუძველი გახდა, არ­ა­სწორი აღმოჩნდა, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშ­ეკ­რულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს, თუკი შეუძ­ლებე­ლია ხელშეკრულების მისად­აგ­ება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხ­მება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელ­შეკ­რუ­ლებაზე.

ახალი კორონა­ვი­რუსის (COVID-19) გამო შექმნილი მდგომარეობა სრულად ჯდება საქართველოს სამოქალაქო კოდექ­სის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ შეფასებეში, კერძოდ, მუნიციპა­ლიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანს­პორ­ტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის ხელშეკრულებების დადების შემდეგ აშკარად შეცვლილად ითვლება ის გარემოებები, რომლ­ე­­ბ­­­იც ხელშეკრულების დადე­ბის საფუძველი გახდა. ამასთან, ეს გარემოებები ხელშეკრულების და­­­დ­ების დროს ცნო­ბილი რომ ყოფილიყო, მხარეები ამ ხელ­შე­­კ­რულებას არ დადებდა არსებული შინაარსით, არამედ დადებდა შეცვ­ლი­ლი შინაარსით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებები ითვალისწინებს ნებართვის გაცემის ფასს, რომელსაც ნებართვის მფლობელები იხდიან ყოველთვიურად, კორონავირუსის (COVID-19) გავ­რ­ც­­­ე­ლების გამო დაწესებული შეზ­ღუდ­­ვების მოქმე­დების განმავლობაში მხარეები აღნიშნულ ფასს არ გაითვალისწინებდნენ ან ამავე ვადის ნა­წ­ილში არ დადებდნენ ხელშეკრულებას. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოშობილი სახელშეკ­რუ­ლე­ბო ურთიე­რ­თ­ო­ბ­ის შეფასება უნდა მოხდეს საქართ­ველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის მიხედვით და უნ­და გან­ხორციელდეს ამ ხელშეკრულებების შეცვლილ გარემოებ­ე­ბ­თან მისა­და­გება. ხელშეკრულე­ბე­ბის შეცვლილ გა­რემოებებთან მისადაგება კი იქნება ხელშეკ­რუ­ლებით გა­თვალისწინებული ნებარ­თ­ვის გაცე­მის ფასის შემცირება ახალი კორო­ნავი­რუსის (COVID-19) გავრცე­ლების გამო დაწე­სე­ბული შეზღუდ­ვების მოქმედების განმ­ა­­­ვ­ლობა­ში გადასახდელი თანხის ოდე­ნობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სა­განგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგო­მა­რეობის გამოც­ხა­დების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოც­ხა­დებასთან და­კავ­შირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენ­ტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრ­ცე­ლე­ბის აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­­მმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქ­ტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლ­იტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგო­რიის ავტობუსების ნებართვის მფლობელებთან  გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კო­რო­ნავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეუ­ლი შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზ­ნით, განხორციელდეს ამ ხელშეკრულებ­ებით გა­თვალისწინებული ნებარ­თ­ვის გაცემის ფასის შემცირება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო დაწესებული შეზ­ღუდ­­­ვების მოქმე­დე­ბის განმ­ა­­­ვ­ლობა­ში (ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტ­რა­ციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგო­რიე­ბის ავტოსატრანს­პორ­ტო საშუალებებით მგზავრთა გადაყ­ვანის შეჩერების ვადით) გადასახდელი თან­ხის ოდე­ნო­ბით, შემდეგი წესით: წლიურ ნებარ­თ­ვის გაცემის ფასს გამოაკლდება საქმიანო­ბის შეჩერების პერიოდისათვის გადასახდელი თან­ხის ოდენობა, თვეების გაანგარიშებით (საქმიანო­ბის შეჩერების დაწყების და დასრულების თვეები იანგარიშება სრუ­ლად, მიუხედავად საქმიანო­ბის შეჩერების დაწყების და დასრუ­ლე­ბის თარი­ღი­სა).

2. განემარტოთ ნებართვის მფლობელებს, რომ ხელშეკრულებების ახალი კორონავი­რუ­სის (COVID-19) მიერ გამოწ­ვეუ­ლი შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებისათვის საჭიროა მათი, როგორც დაინტერესე­ბუ­ლი პირების, მოთხოვნა (შესაბამისი შინაარსის განცხადება), რომელიც ქალაქ ბათუმის მუ­ნი­ციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნას ამ განკარ­გუ­ლე­ბის ძალაში შესვლიდან პირველი ვადამოსული გადასახდელი ნებართვის გაცემის ფასის გადახდის თარიღამდე. ასე­თი განცხადების არ არსე­ბო­ბა განიხილება ხელშეკრულების შეცვ­ლილ გარემოებებისადმი მისა­და­გე­ბა­ზე უარის თქმად და სახელშეკრულებო ურთიერთობები გაგრძელდება არსებული პი­რო­ბებით.

3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ამ განკარგულების შესრულების მიზნით გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოსთავმჯდომარე                                                                   სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები