ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 23
თარიღი: 2020-04-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N23

  

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების მქონე სუბიექტების საფასურისა და დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ

 

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოც­ხადების გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა სა­გ­ა­ნგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანი გახდა ახალი კორონავი­რ­უ­ს­ის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გამო შექმნილი ვითა­რ­ე­ბ­ი­ს ნორმალი­ზაცია, რათა სახელმწიფომ შეას­რულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება - უზ­რუნ­ველ­ყოს დემოკრატიულ საზო­გა­დოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხ­ლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შე­მ­ც­ირება. „საქართვ­ე­ლოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასა­ტა­­რ­ე­ბელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკ­რეტით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გამო ქვეყნის წინაშე არ­ს­ებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, საქართველოს მთელ ტე­რიტორიაზე საგანგებო მდგო­მარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდა საქართველოს კონ­ს­ტ­ი­ტ­უ­ციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები, ანუ, შე­იზღუდა ყველა იმ მუხლის მოქმედება, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირ­ე­ბ­უ­ლ­ია ეკო­ნომიკური საქმიანობის განხორციელებასთან. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენი­ლე­ბით დამტკიცდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრ­ცელების აღკვეთის მიზნით გა­ს­ა­ტარებელი ღონისძიებები“. აღნიშნული დადგენილებით, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოში შეჩერდა ეკო­­ნომიკური საქმიანობები, გარდა ად­ა­მიანის არსებობი­სათ­ვის და ჯანმრ­თე­ლობის დაცვისათვის საჭირო პროდუქციის რეალიზ­ა­ც­ი­ა­სთან და მომსა­ხუ­რებების გაწევასთან დაკავ­ში­რებული ეკონომიკური საქმიანობისა. მართა­ლია, საქართვე­ლოს მთავრო­ბის ნებართ­ვით დასაშვები გახდა ზოგიერთი ეკონომიკური საქ­მია­ნობის წარ­მოება, მაგრამ დასაშვები სახეობები არ მოიცავს გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმია­ნო­ბებს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს გაცემული აქვს რიგი გარე ვაჭრობის ნებართვები, რომლითაც მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობის უფლებით გაცემული აქვს სხვა­დასხვა ეკონომი­კუ­რი საქმიანობისათვის. აღნიშნული ნებართვების გაცემის დროს შეზღუდ­უ­ლ­ი და/ან შეჩერებული არ იყო საქართველოს კონსტი­ტუ­ციის არცერთი მუხლის მოქმედება. დღეისათვის კი აშკარად შეიცვალა ზოგიერ­თი ის გარემოება, რაც ნებართვის გაცემის საფუძ­ველი გახ­და, კერ­ძოდ, ახალი კორონა­ვი­რუსის (COVID-19) პანდემიად გამოც­­ხადების გამო საქართვე­ლოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა სა­გ­ა­ნგებო მდგომა­რეო­ბა, საგანგებო მდგო­მარეობის მოქმედების ვადით შეიზ­ღუდა საქართველოს კონ­ს­ტ­ი­ტ­უ­ციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები, ანუ, შეიზღუდა ყველა იმ მუხლის მოქმედება, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირ­ე­ბ­უ­ლ­ია ეკო­ნომიკური საქმია­ნობის განხორციელებას­თან და საქართველოში შეჩერდა ეკო­­ნომიკური საქმიანობები, გარდა ად­ამიანის არსებობისათ­ვის და ჯანმრ­თე­ლობის დაცვისათვის საჭირო პროდუქციის რეალი­ზა­ც­ი­ა­სთან და მომსახურე­ბე­ბის გაწევასთან დაკავ­ში­რებული ეკონომიკური საქმიანობისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეცვლილი გარემოებების საბო­ლოო შეფასება არის ის, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალი­ტე­ტის გარე ვაჭრობის უფლების მქონე სუბიექტებს შეჩერებული აქვთ ეკონომიკური საქ­მიანობა და ეს არ არის გამოწ­ვეუ­ლი მათი ბრა­ლეული ქმედებით. ეკო­­ნომიკური საქმია­ნო­ბების შეჩერება კი ქალაქ ბათუმის მუნიციპა­ლი­­ტე­ტის მიერ გარე ვაჭრობის უფლების მქონე სუბიექტებთან გაცემულ უფლებაზე ზეგავლენის შეფასებისათვის მნ­­ი­­შ­ვნელო­ვან შეცვლილ გარე­მოე­ბას წარ­მოად­გენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგო­მა­რეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოც­ხა­დებასთან და­კავ­შირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენ­ტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრ­ცე­ლების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­­მმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქ­ტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. გათავისუფლდნენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ყველა სახეობის გარე ვაჭრობის უფლების მქონე სუბიექტები ყოველთვიური თანხის გადახდისაგან ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო დაწესებული შეზ­ღუდ­­­ვების მოქმე­დე­ბის განმ­ა­­­ვ­ლობა­ში (ეკონომიკური საქმიანობის შე­ჩე­რების ვადით) გადასახდელი თან­ხის ოდე­ნო­ბით, შემდეგი წესით: წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანო­ბის შეჩერების პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, თვეების გაანგარიშებით (ეკო­ნომიკური საქმიანო­ბის შეჩერების დაწყების და დასრულების თვეები იანგარიშება სრუ­ლად, მიუხედავად ეკო­ნომიკური საქმიანო­ბის შეჩერების დაწ­ყების და დასრულების თარი­ღი­სა).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იმ სუბიექტებს, რომელთაც 2020 წლის 1 მარტიდან შემდგომ პერიოდზე ფაქტობრივად გადახდილი აქვთ  უფლების საფასური/საფასურის ნაწილი, გადახ­დი­ლი საფასური/საფასურის ნაწილი ჩაეთვალოთ 2020 წლის 1 ივნისის შემდგომი თვეების უფლების საფასურის ანგარიშში.

3. გადახდილი უფლების საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევებში, თუ შესაბამისი გარე ვაჭრობის უფლება შეწყდება ვადაზე ადრე, გარე ვაჭრობის უფლების ვადა ამოიწურება ფაქტობრივად გადახდილი საფასურის ჩათვლის შესაბამისი პერიოდის გასვლამდე.

4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაცემული გარე ვაჭრობის უფლების იმ სუბიექ­ტებს, რომელთაც შესაბამისი უფლებიდან გამომდინარე დაეკისრათ/დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივნისამდე პერიოდზე გათავისუფლდნენ დაკისრებული/დასაკისრებელი პირ­გასამტეხლოსგან.

5. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ამ განკარგულების შესრულების მიზნით გაა­ტაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოსთავმჯდომარე                                             სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები