2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N20
ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების და პრივატიზებული ან/და სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების და პრივატიზებული ან/და სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხთან დაკავშირებით, შემდეგი წესით:
ა) იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების (გარდა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) შესრულების ვადა წარმოეშვათ/წარმოეშობათ 2020 წლის 1 მარტიდან და მიმართავენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას პრივატიზებულ, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით, აღნიშნული განკარგულებისა და მერის შესაბამისი აქტის საფუძველზე, მიეცემათ დამატებით 4 (ოთხი) თვის ვადა ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება 2020 წლის 1 ივლისიდან იმ პირების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ პირებს, ვისი ვალდებულების შესრულების ვადა დადგება 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის დღიდან);
ბ) იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 30 სექტემბერამდე წარმოეშობათ საპრივატიზებო ან/და სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება და მიმართავენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საფასურის გადახდისათვის დამატებითი ვადის მიცემის მოთხოვნით, აღნიშნული განკარგულებისა და მერის შესაბამისი აქტის საფუძველზე მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადასახდელად არაუგვიანეს 2020 წლის 20 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსგან.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ამ განკარგულების შესრულების მიზნით გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე