ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 16
თარიღი: 2020-04-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N16


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილული იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ქალაქ ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსი“ 88-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების თანდართული წლიური ანგარიში.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები