2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისათვის საზღაურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისათვის განისაზღვროს საზღაური შემდეგი ოდენობით:
ა) საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო (დამცავი, უსაფრთხოების და სხვა) ღობის განთავსებისათვის - საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის ყოველ 1 (ერთი) კვ.მ.-ზე თვეში (ქვემოთ მოცემული ზონების საზღვრები განისაზღვრება ქალაქ ბათუმის მუ¬ნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთების ნორმატული ფასის დადგენის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი აქტით):
ა.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონა - 100 (ასი) ლარი;
ა.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი;
ა.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა - 50 (ორმოცდაათი) ლარი;
ა.დ) შუალედური ზონა - 40 (ორმოცი) ლარი;
ა.ე) პერიფერიული ზონა - 30 (ოცდაათი) ლარი.
ბ) საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთის (მათ შორის, კიბის უჯრედის, აგრეგატის და სხვა მსგავსი ტიპის ნივთის/ნაგებობის) განთავსებისათვის - საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის ყოველ 1 (ერთი) კვ.მ.-ზე თვეში 40 (ორმოცი) ლარი (ამ პუნქტის მიზნებისათვის ნივთის განთავსების ნებართვა/თანხმობა გაიცემა განსაზღვრული ვადით);
გ) გზაჯვარედინებზე არსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხით სარგებლობისათვის - 1 (ერთი) გრძივი მეტრი 300 (სამასი) ლარი;
დ) სანიაღვრე სისტემაში გრუნტის წყლების ჩაშვებისათვის - ქვაბულის ზედაპირის ყოველ 1 (ერთი) კვ.მ.-ზე თვეში 10 (ათი) ლარი;
ე) სანიაღვრე სისტემაში ახალი ობიექტის მიერთებისათვის:
ე.ა) დ110 მმ ქსელის შეჭრა/მიერთება - 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარი;
ე.ბ) დ150 მმ ქსელის შეჭრა/მიერთება - 1 650 (ერთი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი;
ე.გ) დ200 მმ ქსელის შეჭრა/მიერთება - 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.
2. საზღაურის გადახდა ხდება ერთჯერადად, წინასწარ, საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის გამოყენების, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსების და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისათვის თანხმობის/ნებართვის გაცემამდე.
3. დაინტერესებული პირი საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის გამოყენების, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსების და სანიაღვრე სისტემის გამოყენების უფლების მოპოვებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგენს ამ განკარგულებით დადგენილი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. ამ განკარგულებით გათვალისწინებული საზღაური შეიტანება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. საზღაურის დაანგარიშება-ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია თანხმობის/ნებართვის გამცემი ორგანო (სამსახური/ორგანიზაცია).
5. ამ განკარგულებით დადგენილი საზღაურის გადახდისაგან თავისუფლდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ორგანოები, ასევე მათ მიერ და¬ფუძ¬ნებული (მათ დაქვემდებარებაში არსებული) ორგანიზაციები.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე