2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №19
2020 წლის 25 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასურის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური დადგინდეს პარკირების საერთო ადგილებისათვის განსაზღვრული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის და განისაზღვროს წლიური 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №6 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 09/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016096).
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე