ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 17
თარიღი: 2020-02-25
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №17
2020 წლის 25 თებერვალი
ქალაქი ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვით¬მმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასური, თანახმად დანართი 1-სა.
მუხლი 2.
დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო - სამოქმედო ზონირების ტექსტური ნაწილი, თანახმად დანართი 2-სა.
მუხლი 3.
დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო - სამოქმედო ზონირების გრაფიკული ნაწილი (რუკა), თანახმად დანართი 3-სა.
მუხლი 4.
გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ყოველი თვის დასაწყისში, საქმიანობის დაწყებისთანავე. გარე ვაჭრობის ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 5.
გარე ვაჭრობის საფასურის გადახდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით და მიი-მართოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. საფასურის ამოღებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 6.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო - სამოქმედო ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო - სამოქმედო ზონირების გრაფიკულ ნაწილს.
მუხლი 7.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილება (გამოქვეყ¬ნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016127).
მუხლი 8.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები