ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 16
თარიღი: 2020-02-25
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №16
2020 წლის 25 თებერვალი
ქალაქი ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა დ ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 02/03/2011, სარეგისტრაციო კოდი: 240130000.35.132.016037) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესები.“.


2. დადგენილების მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„12. ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ან/და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსების ადგილები განისაზღვრება ამ დადგენილების დანართის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.“.

 

3. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 5. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება
1. გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას.
2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს მხოლოდ იმ ადგილზე, რომელიც წინამდებარე წესის შესაბამისად განსაზღრულია გარე ვაჭრობის ადგილისათვის, გარდა წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისთვის ან გარე ვაჭრობის უფლების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
5. განცხადება ერთდროულად შეიძლება წარდგენილი იქნას გარე ვაჭრობის უფლების რამოდენიმე ადგილზე მიცემის მოთხოვნით. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს:
ა) დაინტერესებული პირის სახელს და მისამართს;
ბ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი იმ ადგილის ზუსტ დასახელებას, რომელზეც სურს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება;
გ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, რომელზეც ითხოვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებას, უზრუნველყოფს სისუფთავის დაცვას;
დ) მითითებას, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულებს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებს;
ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული პირის აზრით მნიშვნელობა აქვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვების საკითხის განხილვისას;
ვ) გარე ვაჭრობის უფლების ვადის გაგრძელებით დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ვალდებულია განცხადებას დაურთოს სავაჭრო-სარეალიზაციო ნივთის (I კლასის შენობა ნაგებობა, სავაჭრო ჯიხური, დახლის კონსტრუქცია, ავტო-კაფე, ღია-კაფე, მაგიდა, სკამები, ტექნიკური საშუალებები და სხვა) არქიტექტურული ესკიზი ან ესკიზური ნახაზი ან ფოტოესკიზი ნებართვის გაცემის დღიდან განთავსებული ნივთების შესაბამისად (უცვლელ მდგომარეობაში).
6. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმობის ასლი, საიჯარო ხელშეკრულების ასლი ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სავაჭრო-სარეალიზაციო დანიშნულების განსათავსებელი ნივთის არქიტექტურული ესკიზი (პროექტი, ფოტო) A-4 ფორმატზე, ზომების ჩვენებით, განთავსების ადგილის პანორამული ფოტოესკიზი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
7. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (გარე ვაჭრობის უფლების მიცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ) მიიღება ბრძანების ან წერილის სახით განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-4–მე-6 პუქტებით გათვალისწინებული დო-კუმენტაციის წარგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8. გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე ან/და მიცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
9. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა ადგენდეს:
ა) გარე ვაჭრობის უფლების ვადას. თუ პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრობის ადგილად, გარე ვაჭრობის უფლება არ შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნული ადგილისათვის განსაზღვრულ ვადას;
ბ) გარე ვაჭრობის უფლების მთლიან საფასურს;
გ) გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვადებს;
დ) გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას პირ-გასამტეხლოს ოდენობას;
ე) ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა მოხდეს გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდა ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა;
ვ) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობის უფლება;
ზ) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფთავის) დაცვის ვალდებულებაზე;
თ) მითითებას წყლის და დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდებულებაზე;
ი) მითითებას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძვლების თაობაზე;
კ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობის უფლება არ ექვემდებარება სხვა პირებზე რაიმე ფორ-მით გადაცემას;
ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობის უფლების გადაცემისათვის.
10. იმ შემთხვევაში, როდესაც გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ერთი ადგილის/ლოტის მიმართ გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებაზე განცხადება წარდგენილი აქვს ერთზე მეტ დაინტერესებულ პირს, აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლება ავტომატურად ენიჭება პირს, რომლის განცხადებაც აღნიშნული მოთხოვნით პირველი დარეგისტრირდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში. განცხადება არ ითვლება ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენილად, თუ განცხადება წარდგენილია გარე ვაჭრობის ისეთი ადგილის/ლოტის მიმართ, რომელზეც უკვე გაცემულია გარე ვაჭრობის უფლება, თუნდაც აღნიშნული უფლების გაუქმების თაობაზე დაწყებული იყოს წარმოება, მაგრამ არ არის მიღებული გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების თაობაზე.
11. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მისცეს იმ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის აღნიშნული ტერიტორია, თუ აღნიშნული ტერიტორია წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობისათვის.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარე ვაჭრობის საფასური მთლიანად ირიცხება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორია.
13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულია იმდაგვარად, რომ კონკრეტული ადგილების გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრა ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორია, კონკრეტული ადგი-ლების გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრა სავალდებულოა შეთანხმებული იყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთან.
14. გარე ვაჭრობის უფლება მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე არ ექვემდებარება სხვა პირზე გადაცემას. შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების შემთხვევაში, სხვა პირზე გარე ვაჭრობის უფლების მიცემა ხდება წინამდებარე წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე სხვა პირზე გადაცემად არ ითვლება შემთხვევა, როცა პირი ნივთის რეალიზაციას/მომსახურების გაწევას ახორციელებს მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირის მეშვეობით. ასეთ დროს გარე ვაჭრობის უფლების მქონე ვალდებულია გარე ვაჭრობის უფლების მიმცემს წარუდგინოს შესაბამისი ხელშეკრულება (გარიგება) ან/და სხვა აქტი, რომელიც ადასტურებს პირის მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს.
16. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკით-ხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართ¬ველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.“.


4. დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის უშუალოდ მომიჯნავე საზოგადოებრივი სივრცე, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილი წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.“.


5. დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 7. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ობიექტების განთავსება
1. პირს, რომელსაც წინამდებარე წესის მე-5-6-ე მუხლების შესაბამისად მიეცემა გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს განათავსოს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა ან/და განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით არ წარ¬მოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის.
2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე განთავსებული I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა ითვლება დროებით შენობა-ნაგებობად და გადაწყვეტილება არქიტექტურული ესკიზის შეთანხმების თაობაზე, ძალაშია გარე ვაჭრობის უფლების მიმნიჭებელი აქტის იურიდიული ვადის ამოწურვამდე. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობა-ნაგებობობის დემონტაჟი (დაშლა, დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
3. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა ხდება საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით. ამასთანავე, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისას, პირი ვალდებულია განცხადებას დამატებით დაურთოს გარე ვაჭრობის უფლების მიცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
4. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ისეთი ნივთის განთავსება, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის, დასაშვებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად შეთანხმებული არქიტექტურული ესკიზის საფუძველზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების არქიტექტურული ესკიზის შეთანხმების თაობაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლება არ აქვს დაინტერესებულ პირს უარი უთხრას გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების არქიტექტურული ესკიზი შეთანხმებაზე, გარდა იმ შემ¬თხვევისა, თუ განმცხადებელს წინამდებარე წესის შესაბამისად მიცემული არ აქვს გარე ვაჭ¬რო¬ბის უფლება.
6. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების არქიტექტურული ესკიზის შეთანხმებაზე ან/და შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიიღება წერილის სახით, რომელიც წარმოადგენს ინ¬დი¬ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
7. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.“.


6. დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4. ამ მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების გარდა, გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ გარე ვაჭრობის უფლების მიმნიჭებელი აქტით ან წინამდებარე წესით დაკისრებული ნებისმიერი სხვა ვალდებულებების, სანებართვო პირობების დარღვევისას, გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს თითოეული ასეთი დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით ეკისრება გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის 25%, განმეორების შემთხვევაში - 50%.“.

 

7. დადგენილების მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„8. ამ მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ბაზრისა და ბაზრობების მიმართ, როცა ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტების (დახლი, მცირე არქიტექტურული ფორმები და სხვა) ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსება ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთან შეთანხმებული ესკიზის (არქიტექტურული ესკიზი) შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტების (დახლი, მცირე არქიტექტურული ფორმები და სხვა) ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსების სქემას, წყობას და არქიტექტურულ იერსახეს.“.


8. დადგენილებას დანართის სახით დაემატოს ამ დადგენილებაზე თანდართული ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სავაჭრო-სარეალიზაციო ნივთების განთავსების დასაშვები პარამეტრების ცხრილი (ველო ბილიკის გამოკლებით).

 

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 1 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები