2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14
2020 წლის 25 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 02 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 02 ნოემბრის №55 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 10/11/2011წ., სარეგისტრაციო კოდი: 310120000.35.132.016082) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების განსაზღვრის შესახებ“.
2. დადგენილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ხარჯი 45 (ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით.“.
3. დადგენილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯი შემდეგი ოდენობით:
ა) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე არ რჩება ღამის განმავლობაში - 5 (ხუთი) ლარი;
ბ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე რჩება ღამის განმავლობაში - ერთი ღამე 10 (ათი) ლარი.“.
4. დადგენილების მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ხარჯის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
5. დადგენილების მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ხარჯის გადახდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში ან/და ელექტრონული გადახდის საშუალებებით.
13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი ხარჯის ამოღებას ახორციელებს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“. ამ დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული ხარჯი ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხარჯი ირიცხება პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე