ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 13
თარიღი: 2020-02-25
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №13
2020 წლის 30 იანვარი
ქალაქი ბათუმი

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქ¬ტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტ¬კიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 020080160.35.132.016254) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“-ს მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი, თანახმად დანართი 1-ისა;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“-ს მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, თანახმად დანართი 2-ისა;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ს:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექ¬ცია“-ს მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი“.
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) აღნიშნულის თაობაზე.“.
გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“-ს მიერ, 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ს:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არასამეწარმეო (არაკომერ¬ციუ¬ლი) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“-ს მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“-ს (შემდგომში - სამართალსუბიექტი) მიერ შესადგენი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

დანართი 3

დანართი 5

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები