ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 2
თარიღი: 2020-01-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


„ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულებით დამტკიცებული დანართი N1-ის - „ხელმისაწვდომი საცხოვრისის კრიტერიუმები“ - მე-2 მუხლის (შერჩევის კრიტერიუმები) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ოჯახი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუც¬ველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახს, რომლისთვისაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სახელმწიფოს მიერ საარსებო შემწეობის გაცემა;
თ) ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისისათვის ყოველთვიური შენატანის მინიმუმ სამმაგ ოდენობას;
ი) ოჯახის საერთო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1 სულიანი ოჯახებისთვის 1200,0 ლარს, 2 სულიანისთვის - 1800,0 ლარს, 3 სულიანისთვის - 2400,0 ლარს, ხოლო 4 და მეტ სულიანისთვის - 3000,0 ლარს (ამ პუნქტის მიზნებისთვის, ხელფასის შემთხვევაში შემოსავალში იგულისხმება ხელზე ასაღები ხელფასი).“.
ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) ოჯახი, რომელიც ბინას ქირაობს, ქირაში არ უნდა იხდიდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ყოველთვიური მინიმალური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტს.“.
ბ) განკარგულების მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ ფარგლებში, პირველი ეტაპის დასრულების (ამ განკარგულების ძალაში შესვლის დროსათვის არსებული 40 საცხოვრებელი ბინის განაწილების) შემდგომ, ახალი საცხოვრისის აშენებისა და პროგრამის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროგრამის პირველ ეტაპზე შედგენილ სარეიტინგო სიაში (აპლიკანტი ოჯახები, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მინიმალურ კრიტერიუმებს) რეიტინგის მიხედვით შეტანილი ოჯახების პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქულები გადაისინჯება, ხოლო, ის ოჯახები, რომლებსაც გადასინჯვის შედეგად დაუდგინდებათ კრიტერიუმებთან შესაბამისობა, მინიჭებული რეიტინგის გათვალისწინებით დაკმაყოფილდებიან.“.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები