ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 8
თარიღი: 2020-01-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №8
2020 წლის 30 იანვარი
ქალაქი ბათუმი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2012, სარეგისტრაციო კოდი: 310120000.35.132.016102) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლო¬კი-რების მოხსნის უფლებას აძლევს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“.
11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“-ს მიერ, ამ დადგენილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის უფლება ეძლევა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნას ითხოვს პირი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;
ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნას ითხოვს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
ვ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის მოთხოვნისას შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:
ვ.ა) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წარმომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამშრომელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას;
ვ.ბ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას.“.

2. დადგენილების მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“. საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“-ს ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.
14. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექცია“-ს შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთებასთან და მოხსნასთან, ასევე შესაბამის საქარე მინაზე ამ დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.“.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები