ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 6
თარიღი: 2020-01-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6
2020 წლის 30 იანვარი
ქალაქი ბათუმი


„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 02 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 02 ნოემბრის №55 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 10/11/2011, სარეგისტრაციო კოდი: 310120000.35.132.016082) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორციელებს პარ-კირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“. ამ დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“-ს ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო მე-7 პუნქტით განსაზღვრული საფასური ირიცხება პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.“.
2. დადგენილების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექცია“-ს შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები. დაევალოს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცული სადგომიდან გაყვანასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.“.


მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები