2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №2
2020 წლის 30 იანვარი
ქალაქი ბათუმი
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016370) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების მიმართულებით მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მისი განხორციელების ზედამხედველობა (კონტროლი), რისკების განსაზღვრა (იდენტიფიცირება), მონიტორინგი, შეფასება და რისკის მისაღებ დონეზე შენარჩუნების მიზნით საჭირო კონტროლის ღონისძიებების გატარების კოორდინაცია;
დ) მუნიციპალიტეტის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა;
ე) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პროფილის გაძლიერებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალური პროგრამების რისკების მართვის მექანიზმის შემუშავება და ამოქმე¬დება, მართვის კოორდინირება, მათი დაძლევის, შერბილების მექანიზმების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენების კონტროლი;“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“, „ო“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ და უ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) მუნიციპალიტეტის საზღვაო და საჰაერო კავშირების დივერსიფიცირების ხელშეწ-ყობა მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში;
„უ) ველოსისტემის განვითარების პოლიტიკის შემუშავება;“.
5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ქალაქწარმომქმნელი და ქალაქმომსახურე ფუნქციების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავებას;“.
7. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება რისკების მართვისა და მონიტორინგის მიმართულებით:
ა) ახორციელებს მუნიციპალური პროგრამების რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავებას და მის მუდმივ განახლებას;
ბ) ახდენს რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირებას;
გ) უზრუნველყოფს რისკის მართვის ღონისძიებების კოორდინირებას
დ) ახორციელებს რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, ანგარიშის მომზადებას და წარდგენას ხელმძღვანელობისთვის;
ე) ხელს უწყობს მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, სტრუქტურულ ერთეულში/სამეწარმეო არასამეწარმეო იურიდიულ პირებში რისკის კულტურის ცნობიერების ჩამოყალიბების, რისკის მართვის გასაუმჯობესებლად მიღებული რეკომენდაციების შესრულების, რისკების იდენტიფიკაციისა და მათ შესახებ ანგარიშის წარდგენის მიმართულებით;
ვ) ხელს უწყობს მერიის სისტემის თითოეულ თანამშრომელს, რისკის მართვის პროცესის გაცნობის, გააზრებისა და განხორციელების, დანაკარგების შესახებ ანგარიშის წარდგენის, ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა შემთხვევების გამოკვლევასთან დაკავშირებით;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს პროგრამული რისკების ეფექტურად მართვის, რისკის ეფექტური იდენტიფიკაციისა და შეფასების მიზნით, ასევე, საჭირო კონტროლის ღონისძიებების და შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების არსებობის დასადგენად;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“
8. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ1 ქვეპუნქტი:
„ზ1) უზრუნველყოფს საერთაშორისო პროექტების კოორდინაციას;“.
9. მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
10. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავებას;“.
11. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე