ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 100
თარიღი: 2019-12-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №100

11/12/2019
ქალაქი ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №74 დადგენილებით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფა“ პროგრამის, „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა“ ქვეპროგრამის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა, ქალაქ ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქ.№1-ში არსებული 128,50 კვმ ფართის №10 საცხოვრებელი ბინის (ბლოკი „ა“; მე-6 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.051.01.5023.836) შემდეგი მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე: მარიამ გრიგალავა (პ/№61001069607), მერაბ აფხაზავა (პ/№61001036385), ნინო აფხაზავა (პ/№61650000395), ანა აფხაზავა (პ/№61650004103), ნანა აფხაზავა (პ/№61550007969); ნატა აფხაზავა (პ/№61750024629); ირაკლი აფხაზავა (პ/№61350032339), ნია აფხაზავა (პ/№61150041742), ნუცა აფხაზავა (პ/№61250054572).
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს ქალაქ ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქ. №1-ში არსებული 128,50 კვმ ფართის №10 საცხოვრებელი ბინის (ბლოკი „ა“; მე-6 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.051.01.5023.836) სარემონტო სამუშაოების ფულადი ანაზღაურების - 32 125 (ოცდათორმეტი ათას ას ოცდახუთი) ლარის გადახდა წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მოახდინოს შემდეგი ში¬ნაარ¬სის შეზღუდვის რეგისტრაცია: „მესაკუთრეს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა.“.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №74 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების დღიდან.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები