ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 99
თარიღი: 2019-12-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №99

11/12/2019
ქალაქი ბათუმი


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“-ს ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 1061 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“-ს (ს/კ №245426490) ლიკვიდაცია და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები