ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 98
თარიღი: 2019-12-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №98

11/12/2019
ქალაქი ბათუმი

2019 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №5 დადგენილების და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოწონებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდ-გენილი 2019 წლისათვის განსახორციელებლი ინფრასტრუქტურული პროექტების თანდართული ჩამონათვალი.

2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალიწინებული ავტონომიური რესპუბ-ლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზნით, საკრებულოს მიერ მოწონებული პროექტების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაზე წარდგენა.

3. ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „2019 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 იანვრის №1 განკარგულება;

ბ) „2019 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს №62 განკარგულება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:
დანართი 1

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები