ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 87
თარიღი: 2019-11-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №87

28/11/2019
ქალაქი ბათუმი


შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ¬ლის მე-2, მე-3 პუნქტების და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბა-თუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოწონებულ იქნეს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების 20 წლის ვადით სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადება.
2. ელექტრონული აუქციონის ფორმით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსებისათვის ვადიანი, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები