ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 33
თარიღი: 2019-11-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 33
2019 წლის 28 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ოქტომბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :


მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთ-რებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ოქტომბრის N31 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/11/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016456) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) იმ ობიექტებზე, რომელთა მშენებლობისათვის ნებართვის მოსაკრებელი გადახდილია მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის ოდენობის გათვალის¬წი-ნებით და გასულია მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა, ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემისას გადახდილი უნდა იქნას მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის შესაბამისად განსაზღვრული მოსაკრებელი.“.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე  სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები