ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 84
თარიღი: 2019-10-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №84

30/10/2019
ქალაქი ბათუმი

 

ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N57-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ანზორ კვაჭაძის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5–7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქართული ფეხბურთის თვალსაჩინო წარმომადგენელის, სპორტის ოსტატის, ბათუმელი მეკარის ანზორ კვაჭაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ.N57–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის) მიხევით.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები