2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის განათლების, კულტურის, სპორტისა და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის #324 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის განათლების, კულტურის, სპორტისა და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის #324 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:
ა) დანართი 1 - „პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა" თანხით 11 249 900,00 ლარი;
ბ) დანართი 2 - პროგრამა `ქალაქის გაფორმება“, თანხაზე 1 257 020,00 ლარი;
გ) დანართი 4 - პროგრამა „საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია“, თანხაზე 3 000 000,00 ლარი.
2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის #7 დადგენილების ამოქმედების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე