ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 82
თარიღი: 2019-10-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №82

30/10/2019
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ემუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსი 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №69 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობა შემდეგი სახით:

ა) ზურაბ ნაკაიძე _ კომისიის თავმჯდომარე;

ბ) დავით მახარაძე _ კომისიის წევრი;

გ) ირაკლი თოფურიძე _ კომისიის წევრი;

დ) ანზორ დევაძე _ კომისიის წევრი;

ე) მუხამედ ართმელაძე _ კომისიის წევრი;

ვ) ლევან ანთაძე _ კომისიის წევრი;

ზ) თამაზ სალუქვაძე _ კომისიის წევრი;

თ) გოჩა მგელაძე _ კომისიის წევრი;

ი) გელა დეკანაძე _ კომისიის წევრი.“.


2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები