ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 79
თარიღი: 2019-10-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №79

30/10/2019
ქალაქი ბათუმი


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და შპს „ხიდი 2006“-ს შორის 2018 წლის 18 მაისს დადებულ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუქტის „დ.ვ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და შპს „ხიდი 2006“ -ს შორის 2018 წლის 18 მაისს დადებულ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში შევიდეს ცვლილება და ხელშეკრულების 4.4.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.4.2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, შპს „ხიდი 2006“-ის მიერ 2019 წლის 19 ივლისს №19779/25 წერილით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი ესკიზური პროექტის (რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს) შესაბამისად:
4.4.2.1. განახორციელოს სარგებლობაში მიღებულ ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკში (პლაჟი), რუსთაველის ქ. №34–ში მდებარე 11 138 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვე¬თის და მასზე განთავსებული 1416,70 კვ.მ. შენობა-ნაგებობების იმ ნაწილზე, რომელიც №892018283849 განცხადებით გაერთიანებამდე რეგისტრირებული იყო საკადასტრო კოდით 05.23.04.020 (მიწის ნაკვეთის ფართობი 1 924 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ფართი 1 416,70 კვ.მ. (საზღვაო პირსი)) და რომელშიც ფუნქციონირებს რესტორანი, გაფართოება-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები;
4.4.2.2. 4.4.2.1. პუნქტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2020 წლის ოქტომბრისა და დაასრულოს არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა;
4.4.2.3. მთელი საიჯარო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საზღვაო პირსის ნაგებობის სათანადოდ მოვლა-შენახვა;“.
2. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ხიდი 2006“-ს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის უწესდება ახალი დამატებითი ვადა, ამ განკარგულებით გათვალისწინებული შეთანხმების გაფორმებიდან სამშენებლო სამუშაოების დაწყებისათვის დაწესებული ახალი ვადის გასვლამდე პირგასამტეხლო არ ეკისრება, ამასთან, შპს „ხიდი 2006“ -ს ეკისრება ამ განკარგულებით გათვალისწინებული შეთანხმების გაფორმებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა (2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდისათვის).
3. წინამდებარე განკარგულებაშეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე   სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები