ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 77
თარიღი: 2019-10-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №77

30/10/2019
ქალაქი ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ფარ¬ნავაზ მეფის ქ. №25ე-ში მდებარე 266,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკ¬ვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში არსებული 73,70კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.21.28.020.01.503) 146.000,0 ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულებით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული 73,70 კვ.მ. ფართის მონაცვლეობა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. №25-ში მდებარე 50,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (ს/კ 05.21.28.005), იმ პირობით, რომ ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ.№25-ში მდებარე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში რეგისტრირებული 50,0კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ასევე დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით განსაზღვრულ, უძრავი ქონების საპრივატიზებო ღირებულებებს შორის სხვაობა აუნაზღაურდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ფართზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ არ მოხდება მისი სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავი ქონებასთან მონაცვლეობა.
სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ფართზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს უძრავი ქონების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები