ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 76
თარიღი: 2019-10-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №76

30/10/2019
ქალაქი ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე და მეოთხე ფაზის განმახორციელებელ კონსორციუმებთან (წარმოდგენილი კომპანია Egis Eau SA სახით) გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების მოწონების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხ¬ლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოწონებული იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე და მეოთხე ფაზის განმახორციელებელ კონსორციუმებთან (წარმოდგენილი კომპანია Egis Eau SA სახით) გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტი, თანახმად დანართისა.
2. მიეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა ხელი მოაწეროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე და მეოთხე ფაზის განმახორციელებელ კონსორციუმებთან (წარმოდგენილი კომპანია Egis Eau SA სახით) გასაფორმებელ მორიგების ხელშეკრულებას.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქ ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N 30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპა¬ლიტეტის მერია.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 1 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები