ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 32
თარიღი: 2019-10-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №32
2019 წლის 30 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენე¬ბისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/09/2012, სარეგისტრა-ციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-6 მუხლის 6.8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.8. სარეკრეაციო ზონა (რზ):
ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:
• პარკები;
• ბაღები;
• სკვერები;
• ბულვარები;
• დეკორატიული გაფორმების ობიექტები;
• მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები, კიოსკები, შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა);
• სპორტული მოედნები;
• პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;
• სავაჭრო პავილიონები;
• ატრაქციონები;
• საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, პირსები, ელინგები);
• საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;
• საზოგადოებრივი ტუალეტები;
• სამაყურებლო ობიექტები (ესტრადები, ამფითეატრები, საგამოფენო დარბაზები, კინოთეატრები);
• სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობები (სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);
• სათამაშო ავტომატების დარბაზები, საბილიარდოები და ა.შ.;
• ზოოპარკები;
• კაფეები, რესტორნები;
• სასტუმროები;
• საეკლესიო ობიექტები;
• სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზირებული დაწესებულებები;
• ადმინისტრაციის შენობები.
• სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობები.“.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები