ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 31
თარიღი: 2019-10-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №31
2019 წლის 30 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი

 


„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნას მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ბ) შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული ან/და დემონტირებული სართულ(ებ)ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
გ) შენობა-ნაგებობის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის შე-ცვლისას დამატებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლა¬რის ოდენობით;
დ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ე) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ვ) მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ზ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ ერთ გრძივ მეტრზე 0,40 (ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით;
თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის ფართის 1 კვ.მ-ზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;
ი) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი ან არ ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გაზრდა, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარის ოდენობით.
2. დამტკიცდეს „ინსტრუქცია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, №24, 14.02.2007წ., გვ: 8, 9, 10, 15, 16).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 1

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები