2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №72
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლებით გადაეცეს ქალაქ ბათუმში, ფარ¬ნავაზ მეფის ქ. №25ე-ში მდებარე 266,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგის¬ტრირებული 11,40 კვ.მ. ფართი (საკადასტრო კოდი: 05.21.28.020.01.502), 15390,0 ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულებით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - საკუთრების უფლებით გადაცემული უძრავი ქონების შპს ,,პიაცა ჰოლდინგი“-სათვის 20000,0 (ოცი ათასი) ლარად პირდაპირი განკარგვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა.
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფ¬ლება შეუწყდება, თუ არ მოხდება მისი შპს ,,პიაცა ჰოლდინგი“-სათვის 20000,0 (ოცი ათასი) ლარად პირდაპირი განკარგვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა.
3. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების შპს ,,პიაცა ჰოლდინგი“-სათვის პირდაპირი ფორმით საკუთრებაში განკარგვიდან შემოსული თანხები ჩაირიცხოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს მისი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
4. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინის¬ტროს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით საკუთ¬რების უფლებით გადაცემული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და მისი მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.
5. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე