ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 26
თარიღი: 2019-09-19
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №26


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №28, 12-13 მარტი, 2009 წ. გვ.14, 15, 16) შეტანილ იქნეს ცვლილება და თანდართული (გრაფიკული) სახით ჩამოყალიბდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკა (1.9).
2. წინამდებარე დადგენილება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.batumicc.ge).

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები