ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 55
თარიღი: 2011-11-02
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №55
2011 წლის 2 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი




საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125, 1253 მუხლებისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სად-გომზე გადაყვანა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექ-სითა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანამდე უფლება-მოსილი პირის მიერ ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეო

ბის დათვალიერება და შესაბამისი აქტის შედგენა.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების ღია მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში ავტო-სატრანსპორტო საშუალებაში არსებულ ნივთებზე პასუხისმგებლობა უფლებამოსილ პირს არ ეკისრება.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას ან მისი სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომა-რეო¬ბის დაზიანებების თაობაზე პრეტენზიები წარდგენილი უნდა იქნას წერილობითი სახით ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცული სადგომიდან გაყვანამდე. პრეტენზიის არსებობისას პრეტენზიის წარმომდგენი პირის თანდასწრებით ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი აქტის შედგენა. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცული სადგომიდან გაყვანის შემდეგ წარდგენილი პრეტენზიები არ განიხილება, მათ შორის არ ხდება  პრეტენზიის წარმომდგენი პირის თანდასწრებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დათვა¬ლი¬ე-რება და შესაბამისი აქტის შედგენა.
5. სპეციალური დაცული სადგომისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას ღია ტერიტორია.
6. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასური 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
7. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური შემდეგი ოდენობით:
ა) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე არ რჩება ღამის განმავლობაში - 5 (ხუთი) ლარი;
ბ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე რჩება ღამის განმავ-ლობაში - ერთი ღამე 10 (ათი) ლარი.
8. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა დასაშვებია:
ა) სამუშაო დღეებში - 1000 საათიდან 1900 საათამდე;   
ბ) უქმე და დასვენების დღეებში - 1000 საათიდან 1400 საათამდე.
9. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლება აქვთ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგის-ტრირებულ პირს;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მინდობილ პირს;
გ) სამართალდამრღვევს;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს.
10. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლებას აძლევს შპს „ბათუმის პარკინგი“.
11. შპს „ბათუმის პარკინგი“-ის მიერ ამ დადგენილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლება ეძლევა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყავს, პირს, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;
ვ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყავს ავტოსატრანსპოტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
ზ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე, სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანისას შეიძლება წარმოდგენილი იქნას:
ზ. ა) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წარმომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამშრომელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას;

ზ. ბ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, რომელსაც სურს  სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას.
12. საფასურის გადახ¬და განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში ან/და ელექტრონული გადახდის საშუალებებით.
13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორციელებს შპს „ბათუმის პარკინგი“, პარკირების საფასური ირიცხება შპს „ბათუმის პარკინგი“-ს ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.
14. დაევალოს შპს „ბათუმის პარკინგს“ შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან და სპეციალური დაცული სადგომიდან გაყვანასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.
15. სპეციალური დაცული სადგომები იმყოფება შპს „ბათუმის პარკინგი“-ს მართვაში, მასვე ევალება სპეციალური დაცული სადგომების მოვლა-პატრონობა და დადგენილი ნორმატივების შესაბამისად ტექნიკურად აღჭურვა.
16. სპეციალური დაცული სადგომის მოწყობამდე შპს „ბათუმის პარკინგი“-ს მიერ სპეციალურ დაცულ სადგომად გამოყენებულ იქნას შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №2-ში მდებარე ტერიტორია.
17. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების-თანავე.





საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები