ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 70
თარიღი: 2019-08-22
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №70

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედური საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №73 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობა შემდეგი სახით:

ა) თემურ კახიძე - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) სულიკო თებიძე - კომისიის წევრი;

გ) ნატალია ზოიძე - კომისიის წევრი;

დ) ირაკლი პატარიძე - კომისიის წევრი;

ე) ნერიმან ცინცაძე - კომისიის წევრი;

ვ) მირდატ ქამადაძე - კომისიის წევრი;

ზ) რაულ თავართქილაძე - კომისიის წევრი;

თ) არჩილ მამულაძე - კომისიის წევრი;

ი) ომარ მახარაძე - კომისიის წევრი.“.

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები