ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 69
თარიღი: 2019-08-22
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №69

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №72 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №72 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობა შემდეგი სახით:

ა) ირაკლი პატარიძე - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ნატალია ძიძიგური - კომისიის წევრი;

გ) ლაშა სირაბიძე - კომისიის წევრი;

დ) ბესარიონ გოგოტიშვილი - კომისიის წევრი;

ე) დავით მახარაძე - კომისიის წევრი;

ვ) ელგუჯა ანდრიაძე - კომისიის წევრი;

ზ) რაულ თავართქილაძე - კომისიის წევრი;

თ) მირდატ ქამადაძე - კომისიის წევრი;

ი) ნოდარ დუმბაძე - კომისიის წევრი;

კ) დიმიტრი ჭეიშვილი - კომისიის წევრი.“.

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები