2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №68
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის გამოცხადების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის პირველი პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილების შესა¬ბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გამოცხადდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსი M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის მარშრუტებზე, გარდა ტურისტული მარშრუტისა.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გასაცემად კონკურსის ორგანიზება, საკონკურსო კომისიის შექმნა, კონკურსის ჩატარება, გამარჯვებულის გამოვლენა და კომისიის შედეგების წარდგენა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის. საკონკურსო კომისიაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან წარმოდგენილი იქნეს არანაკლებ სამი წევრისა.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე