2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №64
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს 100 %-ანი წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს 100 %-ანი წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთ¬რებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №41 განკარგულებაში შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:
1. განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა: „შპს „Lamini-G“-სათვის (ს/კ 448388708)“ შეიცვალოს სიტყვებით: „შპს „ლამინი“-სათვის (ს/კ 445533469)“.
2. განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა: „შპს „Lamini-G“-სათვის (ს/კ 448388708)“ შეიცვალოს სიტყვებით: „შპს „ლამინი“-სათვის (ს/კ 445533469)“.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. #30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე