ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 63
თარიღი: 2019-08-22
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №63

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის კლუბი - ბათუმი“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის კლუბი - ბათუმი“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №43 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ცენტრი“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.

ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიეცეს თანხმობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ცნტრი“ დაფუძნება და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები