ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 24
თარიღი: 2019-08-22
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №24
2019 წლის 22 აგვისტო
ქალაქი ბათუმი

„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №51 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016399) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
განისაზღვროს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის - 20 (ოცი) ლარით.“.
2. დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის - ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, გადახდის თვის არაუგვიანეს 25 რიცხვიდან 30 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M2 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით;“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 10 სექტემბრიდან.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები