2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №22
2019 წლის 22 აგვისტო
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 601 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები, თანახმად დანართი 1-სა.
მუხლი 2.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები, თანახმად დანართი 2-სა.
მუხლი 3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრა-ციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტ-კიცების შესახებ” ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მაისის №43 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats-ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016391).
მუხლი 4.
ბათილად იქნეს ცნობილი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის N11 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats¬ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 02/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016436).
მუხლი 5.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 22 აგვისტოდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: