ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 21
თარიღი: 2019-08-22
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №21
2019 წლის 22 აგვისტო
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბა¬მისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვით¬მმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილება¬ში (გაზეთი „აჭარა“, №24, 14.02.2007წ., გვ: 8, 9, 10, 15, 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი¬ლება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:
ა.ა) ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ზონაში:
ა.ა.ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ბ) შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული ან/და დემონტირებული სართულ(ებ)ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.გ) შენობა-ნაგებობის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის შე¬ცვლისას დამატებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.დ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშენიანე¬ბის ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ე) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ვ) მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ზ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ ერთ გრძივ მეტრზე 0,40 (ოროცი თეთრი) ლარის ოდენობით.
ა.ბ) ქალაქ ბათუმის შუალედურ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ-ზე 0,9 (ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით), ხოლო მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 0,30 (ოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით;
ა.გ) ქალაქ ბათუმის პერიფერიულ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ-ზე 0,8 (ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით), ხოლო მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 0,20 (ოცი თეთრის) ლარის ოდენობით;
ა.დ) ქალაქ ბათუმის საკურორტო ზონაში (ცენტრალური ზონის განსაკუთრებული ქვეზონა) სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის ფართის 1 კვ.მ-ზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;
ა.ე) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი ან არ ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გაზრდა, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარის ოდენობით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ინსტრუქცია მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ (დანართი 1) ჩამოყალიბდეს ამ დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები