ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 19
თარიღი: 2019-08-22
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №19
2019 წლის 22 აგვისტო
ქალაქი ბათუმი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N50 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140);

ბ) „საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის N6 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 27/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016310);

გ) „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის N27 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 02/08/2013, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.132.016178);

დ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის N25 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყ¬ნების თარიღი: 10/05/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016115);

ე) „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის სფეროში დამატებითი საორგანიზაციო წესების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ივლისის N12-4 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №111, 02.08.2007 წ., გვ: 10);

ვ) „შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის N40 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყ¬ნების თარიღი: 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 330130000.35.132.016067).

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 03 დეკემბრიდან.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები