ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 18
თარიღი: 2019-07-16
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №18
2019 წლის 16 ივლისი
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №23 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016371) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელშეკრულებო მონიტორინგის, საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზაციების კოორდინაციის განყოფილება.“.

2. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“, „ქ“, „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სახელშეკრულებო მონიტორინგის, საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზა¬ციე¬ბის კოორდინაციის განყოფილების უფლებამოსილებები
1. სახელშეკრულებო მონიტორინგის, საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზაციების კოორდინაციის განყოფილება:
ა) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებასთან ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში, სარგებლობაში ან სხვა ფორმით გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების (მათ შორის თანხების გადახდების) შესრულებაზე მონიტორინგს, მასთან დაკავშირებული წერილების პროექტების და სხვა მასალების მომზადებას;
გ) სახელშეკრულებო (სააუქციონო/საკონკურსო) პირობების დარღვევისა ან/და მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფს დამრღვევ პირებზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების ღონისძიებების განხორციელებას;
დ) ახორციელებს მონიტორინგის შედეგების გაანალიზებას, არსებული ხარვეზების გამოვლენას, წინადადებების შემუშავებას ხელშეკრულებაში აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს;
ე) თუ ხელშეკრულების მხარე საპატიო მიზეზით ვერ ახდენს ხელშეკრულების მთლიანი ან რომელიმე პირობის განსაზღვრულ ვადებში შესრულებას, მხარის მომართვის შემთხვევაში საპატიო მიზეზების გათვალისწინებით, საპასუხო წერილის პროექტის სახით ამზადებს წინადადებებს შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესების შესახებ;
ვ) ხელშეკრულების მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ან არაჯეროვნად შესრულებისას, გაფრთხილების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ან უამისოდ წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულების ძალაში დატოვების ან/და შეწყვეტის შესახებ; ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს, საჭიროებისას, ამზადებს მასალებს საკითხის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის გადასაცემად;
ზ) თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს მერიის მიერ შესრულების დადასტურებას, იხილავს შესრულების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას და ამზადებს დადასტურების წერილის პროექტს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ღონისძიებების გატარებას (ადგილზე დათვალიერება, აზომვა) მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს. წარმოადგენს წინადადებებს (დასკვნებს, მასალებს) კანონით დადაგენილი წესით სათანადო ღონისძიებების განხორციელების შესახებ;
ი) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის კუთხით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და საქმიანობის კოორდინაციას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამშრომლობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებებისა და ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრე/მფლობელ ორგანიზაციებთან;
მ) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ნ) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ განსახორციელე¬ბე¬ლი პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;
ო) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ განხორციელე¬ბულ პროექტებში მონაწილეობას;
პ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას;
ჟ) უზრუნველყოფს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ მუნიციპალური სერვისების მოსახლეობისათვის მიწოდების ავტომატიზაციის და ელექტრონული ფორმით მიწოდების საშუალებების დანერგვის კოორდინაციას და განხორციელებას;
რ) აანალიზებს და შეიმუშავებს წინადადებებს და პროგრამებს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების საქალაქო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
ს) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების საკით¬ხებზე შემოსული კორესპოდენციის განხილვაში, საპასუხო წერილების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ტ) უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის საკურატორო ორგანიზაციებიდან შესაბამისი მასალების მიწოდებას;
უ) უზრუნველყოფს საკურატორო ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;
ფ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით დაფიქსირებული სამეურ¬ნეო, კომუნალური და სხვა სახის საყოფაცხოვრობო პრობლემების აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირებას, მოწოდებული მასალების სისტემატიზაცია-დამუშავებას, პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამისი სამსახურების ჩართულობასა და მონიტორინგის განხორციელებას;
ქ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
4. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;
დ) უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.
6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი.
7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.


მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები