ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 17
თარიღი: 2019-07-16
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №17
2019 წლის 16 ივლისი
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვატროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტიციკლით, კვატროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 11/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016429) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში, ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ აიკრძალოს მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება 2019 წლის 1 მაისიდან, გარდა ველობილიკისა ქალაქ ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე.
2. ველობილიკზე ქალაქ ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე აიკრძალოს მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება 2019 წლის 1 დეკემბრიდან.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის, სამაშველო სამსახურის, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.
4. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დადგენილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ან/და უფლებამოსილი პირის განსაზღვრა.“.


2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 მაისიდან.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები