ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 58
თარიღი: 2019-07-16
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N58

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №70 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №70 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობა შემდეგი სახით:

ა) გოჩა მგელაძე - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) თამაზ სალუქვაძე _ კომისიის წევრი;

გ) ზურაბ ნაკაიძე _ კომისიის წევრი;

დ) ნატალია ზოიძე - კომისიის წევრი;

ე) თემურ კახიძე - კომისიის წევრი;

ვ) ბესარიონ გოგოტიშვილი - კომისიის წევრი;

ზ) თამაზ დევაძე - კომისიის წევრი;

თ) ირაკლი თოფურიძე - კომისიის წევრი;

ი) ნოდარ დუმბაძე - კომისიის წევრი;

კ) გელა დეკანაძე - კომისიის წევრი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები