გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N52
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის - გელა დეკანაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 154-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ცნობილ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის – გელა დეკანაძის უფლებამოსილება.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე