2022 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის /ნინოშვილის ქ.32/35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N44
ქალაქ ბათუმში ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე არსებული წრიულიდან გიორგი ანწუხელიძის ქუჩამდე არსებული ქუჩისთვის რეჯებ ნიჟარაძის სახელის მინიჭება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე არსებული წრიულიდან გიორგი ანწუხელიძის ქუჩამდე არსებულ ქუჩას (თანახმად თანდართული სიტუაციური გეგმისა) ეწოდოს ცნობილი საზოგადო მოღვაწის რეჯებ ნიჟარაძის სახელი.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წინამდებარე განკარგულების თანახმად განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: