2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N42
მერების შეთანხმებაზე „კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერთების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწონებულ იქნეს „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“, თანახმად დანართი 1-სა.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი მიუერთდეს „მერების შეთანხმებას კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“ და ხელმოწერილ იქნეს შეთანხმება მიერთების შესახებ, თანახმად დანართი 2-სა.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურმა უზრუნველყოს „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“ პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.
4. კონტროლი განკარგულების შერულებაზე დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე მერს - თენგიზ პეტრიძეს.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: