ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 40
თარიღი: 2019-05-24
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N40


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 აპრილის №8 დადგენილებით გათვალისწინებული „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა, ქალაქ ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქ. №1-ში არსებული 129,00 კვმ ფართის №11 საცხოვრებელი ბინის (ბლოკი „ბ“; მე-5 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.051.01.5024.1039) შემდეგი მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე: ზვიად ცინცაძე (პ/№61006000976), გალინა რომანენკო (პ/№61506086083), სოფია ცინცაძე (პ/№61206084351), ზვიად ცინცაძე (პ/№61706085529), მარიამი ცინცაძე (პ/№61452002540), ლალი ცინცაძე (პ/№61650013145), ნანა ცინცაძე (პ/№61850034886), ანა ცინცაძე (პ/№61450034887) და გიორგი ცინცაძე (პ/№61750048280).
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს ქალაქ ბათუმში, შ.ხიმ¬შიაშვილის ქ. №1-ში არსებული 129,00 კვმ ფართის №11 საცხოვრებელი ბინის (ბლოკი „ბ“; მე-5 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.051.01.5024.1039) სარემონტო სამუშაოების ფულადი ანაზღაურების - 32 250 (ოცდათორმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მოახდინოს შემდეგი შინაარსის შეზღუდვის რეგისტრაცია: „მესაკუთრეს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა.“.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლო¬ში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები